"საქართველო ნამდვილად იმსახურებს მაპ-ის მიღებას", - ასეთი განცხადება გააკეთა, სენატორმა რობ პორტმანმა თბილისში გამართული პრესკონფერენციის დროს.
როგორც პორტმანი ამბობს, საქართველომ ნატო-ში გასაწევრიანებლად რეფორმები უნდა გაატაროს, რაც დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას.
"მიმაჩნია, რომ საქართველო არამხოლოდ ნატო-ში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, ნაბიჯები გადადგას ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო ნამდვილად იმსახურებს მაპ-ის მიღებას. რაც საქართველოს ხელს შეუწყობს, ნატო-ს წევრობისკენ სვლაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაატაროს რეფორმები სამხედრო და თავდაცვის სფეროში, ამავე დროს კანონის უზენაესობის საკითხში. ეს რასაკვირველია დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას", - ამბობს რობ პორტმანი.