ნაციონალური მოძრაობა ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერის მისვლას ითხოვს. გახარიასთან კითხვები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე, არამიზნობრივად გახარჯულ თანხებსა და სოციალური დახმარების პაკეტებზე ევროპული საქართველოს წევრებსაც აქვთ.
საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პრემიერმა პირადად უნდა გასცეს პასუხი.
ოპოზიციას ბევრი კითხვები აქვს დაგროვილი მას შემდეგ, რაც ანტიკრიზისული გეგმა პარლამენტში განხილვის გარეშე იქნა მიღებული. მათ აინტერესებთ, რა გავლენა მოახდინა ხელისუფლების დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე და როგორ აპირებენ ამის გამოსწორებას, როგორია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში და როგორ აპირებს პენსიონერთა სიღარიბის დაძლევას მზარდი ფასების პირობებში.
ჩვენ ჯერ კიდევ 5 მაისს გავმართეთ ბრიფინგი და მოვიწვიეთ გახარია პარლამენტში ინტერპელაციის მეთოდის გამოყენებით, იმედია ამ ჯერზე არ დაარღვევს კონსტიტუციას და საგანგებო მდგომარეობისგან გამოცხადებისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ წარმომადგენელი გამოგზავნა პარლამენტში, თავად მობრძანდება და თავად გასცემს პასუხს, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობს წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ.
გახარიას პარლამეტნში 29 მაისს ელოდებიან. ოპოზიციის მტკიცებით, თუ იგი პარლამენტში არ მივა, ეს კანონდარღვევა იქნება.