მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, მხარს ვუჭერთ რეფორმებს და რეფორმების განხორციელებას - შაჰინი

გამოქვეყნდა:

მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის - ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს და რეფორმების განხორციელებას, - თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

„ჩვენ მივესალმებით 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც შედგა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო გარემოს გაუმჯობესებაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს და რეფორმების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის და მათი საჭიროებებისათვის. მივესალმებით ასევე, საქართველოს არჩევანს, რომ მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და ნატო-ს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

საქართველოში ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი იმყოფებიან. დილიდან ისინი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, შემდეგ მმართველ გუნდს და დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი