ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით - ჯინ შაჰინი

გამოქვეყნდა:

"აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს", - ასე პასუხობს სენატორი ჯინ შაჰინი "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებთან დაკავშირებით. 

როგორც ჯინ შაჰინი ამბობს, ამ არჩევნებზე აშშ და ევროპა დამკვირვებლებს გამოგზავნიან:

"ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაკვირვების ქვეშ. აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპა და აშშ გამოგზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც არჩევნების პროცესს უშუალოდ ადგილზე გაუწევენ დაკვირვებას. იმისათვის, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელდება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით", - თქვა ჯინ შაჰინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი