რუსეთის ქმედება აშკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.
მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა.
გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსულიყავით და ადგილზე გვენახა ადმინისტრაციული გამყოფი საზღვარი, ჩვენ ვნახეთ თუ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის მომსახურება თუ განათლება. რუსეთის ქმედება აშკარაა, დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობთ უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს" თქვა ჯინ შაჰინმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამერიკელი სენატორები დღეს დილით, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და პირადად გაეცნენ იქ არსებულ მძიმე ვითარებას.