
იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო თემასთან დაკავშირებული შეთანხმება ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება - განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე საუბარი არ ყოფილა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს. არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა.
8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები საერთოდ ნახსენები არ ყოფილა და ეს ტექსტშიც არ არის ნახსენები - ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს და მოისმინოს ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე, შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდა ოპოზიცია. შესაბამისად, ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა, - აცხადებს კალაძე.