სენატორების ვიზიტი სრულდება - ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ოპოზიციას ხვდებიან

გამოქვეყნდა:

სენატორების ვიზიტი სრულდება - ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი შერატონ მეტეხი პალასში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

ოპოზიცია ამბობს, რომ ერთ - ერთი მთავარი თემა რაზეც შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებენ პოლიტიკური მართლმსაჯულება იქნება, ასევე შარლ მიშელს დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების შესრულება და ოკუპაციის საკითხი.

სენატორები ოპოზიციამდე ქართულ ოცნებას შეხვდნენ, შემდეგ კი მედიისთვის გააკეთეს განცხადებები. ვიზიტი საქართველოში მატ საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყეს. 2 საათიანი შეხვედრა ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი