მუქარის წერილი - ბადრი ჯაფარიძე დუმილს არღვევს

გამოქვეყნდა:

შეხვედრის ადგილი არ თქვა, მაგრამ დაადასტურა რომ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი 3 წლის წინ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, პირადად მან მიიღო.

ყოფილი პრემიერის გუნდიდან დღეს ბადრი ჯაფარიძის მოპასუხე დეპუტატი ანა ბუჩუკური იყო. კითხვა აქეთ შეუბრუნეს, რატომ გაახსენდათ "ლელოს" ლიდერებს მუქარის წერილი მომხდარიდან 3 წლის შემდეგ. 

გახარიას ყოფილმა თანაგუნდელებმა კი მუქარის წერილზე პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნეს. მეტიც ქართული ოცნების საერთო გზავნილი დღეს ერთი იყო რომ ორ ოპოზიციონერს შორის დავაში ვერ ჩაერევიან. 

მუქარის წერილი ბადრი ჯაფარიძემ 2018 წელს იმ დროს მიიღო, როდესაც ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური წაგებული ჰქონდა და ყველაფერი მეორე ტურს უნდა გადაეწყვიტა.

მმართველი პარტია მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას ხელით ითხოვდა მამუკა ხაზარაძისგან არჩევნებში მხარდაჭერას. ასევე ტვ პირველის იმედის ტრედნზე გადასვლას და არტარეას ობიექტურობას. ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ეს დავალება ოცნების მაშინდელმა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილისგან პირადად მიიღო. 

გახმაურებულ საქმეებზე რომელიც გიორგი გახარიას უკავშირდება, ოცნების ყოფილი პრემიერი არ საუბრობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი