
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ნავმისადგომზე, სადაც დაახლოებით 6 თვეა დალუქული იახტა დგას.
იახტა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობდა, თუმცა ის სასაზღვრო პოლიციამ შეაჩერა და იქ მყოფი 3 პირი, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები დააკავა;
სასაზღვრო პოლიცია იახტაზე, მიხეილ სააკაშვილს ეძებდა. დაკავებულები კი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებიან.