ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურასთან გამართულ ხმაურიან აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს დღეს გაასამართლებენ.
ცნობილია, რომ ადმინისტრაციული წერით დაკავებული 9 აქტივისტიდან ხუთი, გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება დანარჩენი ოთხი, რომლის პროცესიც საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
სასამართლოში სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა. დაკავებული აქტივისტები უკვე გადაიყვანეს საქალაქოს შენობაში და ისინი სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ აქტივისტები ამ საქმით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
"საბედნიეროდ, ცოტათი უფრო დაუზარელ ადამიანებს სტრასბურგი გვაქვს, სადაც თვეები სჭირდება ხოლმე, რომ მიიღონ საჩივარი. მაგრამ რატომღაც, ჩვენს შემთხვევაში, დაჩქარებული წესით ხდება ეს ყველაფერი. მივალთ ბოლომდე და აუცილებლად სტრასბურგში გავიტანთ ამ საქმეს" - ამბობს გიგა მაქარაშვილი.
აქციაზე აქტივისტებთან ერთად ძალოვანი უწყებისგან პასუხებს უფლებადამცველები და პოლიტიკოსები მოითხოვდნენ. საუბარია ძალადობისა და გაუპატიურების საქმეებზე, რომელსაც პროკურატურა წლებია სწავლობს, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება უცნობი რჩება. დაკავებების მორიგი სერია აქციაზე მას შემდეგ დაიწყო რაც აქტივისტებმა საგამოძიებო უწყების შესასვლელთან სხვადასხვა შინაარსის წარწერების გაკეთება სცადეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანებში, რა დროსაც გიგა მაქარაშვილი და ნიკა ფარულავა დაშავდნენ.
იხილეთ ასევე: