ძალადობა ნინოწმინდის პანსიონში - სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყებას ყველა საჭირო ინფორმაცია აქვს, რომ გამოძიება ეფექტურად წარმართოს და შედეგი ყველა ფაქტზე დადგეს.
როგორც ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე ამბობს, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.
დღეს სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ის ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოძიების ეფექტურად წარმართვისთვის. ჩვენ გვაქვს ბავშვების ინტერვიუები, სადაც საუბრობენ ისინი ამჟამად მიმდინარე ძალადობრივი ფაქტების შესახებ. ჩვენ გვაქვს ასევე ინფორმაცია დაწესებულებაში მცხოვრები არასრულწლოვნების გამოცდილების შესახებ, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე და ახლა ჯერი არის სახელმწიფოზე. მან ეფექტურად, დროულად და ყველა ბერკეტის გატარებით, მათ შორის, სავარაუდო მსხვერპლების ინტერესების დაცვით შეისწავლოს ეს შემთხვევები. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა უკვე დაწყებულ გამოძიებებზე თვალყურის მიდევნება იმისთვის, რომ ეფექტური და დროული შედეგი დადგეს თითოეულ ასეთ შემთხვევასთან მიმართებით, - ამბობს ეკა სხილაძე.
იხილეთ ასევე: