
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ჩუმლაყში აპრილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჭ. დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1971 წელს დაბადებული დ.ნ. ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა", - წერია უწყების განცხადებაში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.