
თუ ივანიშვილი არჩევნებს ძველი სისტემით ჩაატარებს, ეს მოხდება საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ - "შენების" მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილმა თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო. მისი თქმით, როცა მმართველი გუნდი მიმართავს ელჩებს, ის ვერ აცნობიერებს, რომ მიმართავს იმ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსებსაც.
ივანიშვილს აღმოაჩნდა ერთი უნიკალური ნიჭი, ივანიშვილმა ეს ნიჭი ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა - ეს არის თვითგანადგურების ნიჭი. მაზოხისტური მიდრეკილებები, რომ გააკეთოს ის, რაც მას ყველაზე მეტად დააზიანებს. ახლა უკვე მას საქმე აქვს სრულიად დემოკრატიულ სამყაროსთან.
ჰგონიათ, რომ როდესაც ელჩს ახსენებენ, კონკრეტულ სახელსა და გვარს ასახელებენ, ვერ უწევენ ანგარიშს, რომ ეს არის აშშ-ს ელჩი და რასაც ელჩი ვერ იტყვის, თქვა და იტყვიან ამერიკელი კონგრესმენები და მოჰყვება რეაქცია - ამბობს უსუფაშვილი გადაცემა "დღის სტუმრებში".