პარლამენტი ამნისტიის განონპროექტის მმართველი პარტიის ვერსიის განხილვას უბრუნდება. ამ წუთებში იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტს განიხილავენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შედგენილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები რამდენიმე საკითხზე ვერ თანმხდებიან. მათ შორის საგანგებო ჩანაწერზე, რომლითაც "ოცნება" მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერზე ამნისტიის კანონპროექტის გავრცელებას არ აპირებს.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების ღიად დარღვევა. ამიტომ შეეცდებიან მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დაარწმუნონ ამ მუხლის ამოღებაში.