"მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის" - ბერძენიშვილი კორძაიასა და ბერძენიშვილზე

გამოქვეყნდა:

დავით ბერძენიშვილი "რესპუბლიკელებიდან" ლევან ბერძენიშვილისა და თამარ კორძაიას წასვლას "ფეისბუქით" ეხმაურება და წერს:

თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი- ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. ანუ, უფრო ტექნიკურ საკითხს შეეხნენ.

წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ"- წერს დათო ბერძენიშვილი.

კორძაიამ და ბერძენიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ დღეს გააკეთეს განცხადებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი