"გაიყვანეთ დარბაზიდან! სასწრაფოდ!"..."კრიმინალური სინდიკატი ხარ" - ასეთი ფრაზები ისმობდა ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში, სადაც ამნისტიის კანონპროექტის "ოცნებისეული" ვერსიის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
კომიტეტის სხდომას ხელმომწერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და 20 ივნისს დაზარალებულები ესწრებიან.
საკანონმდებლო ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საბოლოოდ კი, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ანრი ოხანაშვილს და დავით მათიკაშვილს და "ლელოს" წევრ თამაზ დათუნაშვილს შორის ჩხუბს, ამ უკანასკნელის სხდომათა დარბაზიდან გაძევება მოჰყვა.