გუშინ, პროკურატურასთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 4 აქტივისტი თავისუფალია, თუმცა, საქმის განხილვა გრძელდება შემდეგი პროცესი 29 ივნისისთვის ჩაინიშნა.
პროცესი, რომლის გამართვის დრო მთელი დღის განმავლობაში უცნობი იყო, რამდენიმე საათის წინ მოულოდნელად დაინიშნა.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები, გუშინ, პროკურატურასთან გამართული აქციის დროს დააკავეს, რომელზეც არასამთავრობოები და პოლიტიკოსები ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ დანაშაულზე პასუხებს ითხოვდნენ. სულ პოლიციამ აქციაზე 9 აქტივისტი დააკავა, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ 4 დატოვა.