ასტრონომებმა ყველაზე ენერგეტიკული და ხანგრძლივი გამა ანთება დააფიქსირეს

გამოქვეყნდა:

ასტრონომებმა ნამიბიაში მდებარე მოწყობილობით High Energy Stereoscopic System (H.E.S.S.) გამა სხივების ყველაზე ენერგეტიკული და ხანგრძლივი შემდგომი ნათება დააფიქსირეს. ის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა აფეთქების, გამა ანთების შემდეგ წარმოიქმნა. 

2019 წლის 30 აგვისტოს, მასიური ვარსკვლავის კოლაფსით წარმოქმნილი თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ჭავლების შედეგად ხანგრძლივი გამა ანთება წარმოიქმნა. ამ მოვლენას GBR 190829 A ეწოდა და „ფერმისა“ და „სვიფტის“ თანამგზავრებმა დააფიქსირა. ძალიან მალევე, H.E.S.S.-მაც იგივე დაინახა.

„სვიფტის“ კოსმოსურმა ტელესკოპმა გამა ანთებები დააფიქსირა. მხატვრის წარმოსახვა.

გამა სხივების ანთებებზე ჯერ კიდევ 1960-იან წლებში იცოდნენ. გალაქტიკის გარეთ წარმოქმნილი გამა სხივები ცაზე შემთხვევითობის პრინციპით დღეში ერთხელ ჩნდება. მათი გამოსხივება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს. ამ მოვლენას ე.წ. შემდგომი ნათების ფაზა მოჰყვება, რომლის დროსაც ის თანდათანობით მკრთალდება.

ხანმოკლე გამა ანთებები ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჰიპოთეზა იყო, სანამ 2017 წელს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები არ აღმოაჩინეს, რომელსაც მალევე გამა ანთება მოჰყვა.

ამ სწრაფმა რეაგირებამ და იმ ფაქტმა, რომ ის შედარებით ახლოს მოხდა (1 მილიარდი წელიწადი), ასეთ მოვლენაზე ბევრი რამ გვასწავლა. გამა ანთებიდან სამი დღის შემდეგ, მეცნიერებმა მისი შემდგომი ნათება დააფიქსირეს, რომელიც ხილულ სინათლეზე ტრილიონჯერ უფრო ენერგეტიკული იყო. როგორც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ნაშრომი გვეუბნება, შემდგომი ნათების ენერგეტიკული გამოსხივება (რენტგენის და გამა სხივები) სინქრონულად გაქრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთდროულად წარმოიქმნა. 

ფაქტობრივად, მეცნიერები ამ გამა ანთებას პირდაპირ ეთერში შეესწრნენ. როგორც ისინი ამბობენ, შემდგომი ნათება დღეების განმავლობაში „უპრეცედენტოდ ენერგიული“ გამა სხივების გაგრძელდა.

GBR 190829 A მიწაზე არსებული ტელესკოპებით დაფიქსირებული მეოთხე გამა ანთებაა. წინა სამი ბევრად უფრო შორს იყო და მათი შემდგომი ნათება უფრო ხანმოკლე იყო. გარდა ამისა, ისინი ბევრად სუსტი იყო, რაც ასეთი დეტალური ანალიზის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი