საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს მგონი ცალსახაა და ეს ასეც უნდა იყოს - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის შეკითხვას - რბილ განცხადებას აკეთებთ, ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ საპატრიარქოსთან?
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ კონსტიტუციურ ორგანოს უნდა ჰქონდეს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.
"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოწესრიგდება ისე, როგორც უნდა მოწესრიგდეს, ამისათვის კონსულტაციები არის, რა თქმა უნდა, აუცილებელი." - ამბობს კობახიძე რუსთავი 2-თან