მართლმსაჯულებაში პოლიტიკური რესურსის ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ისტორიული შეთანხმების განხორციელების  მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა შეთანხმების მეორე პუნქტის შესრულებას დაუშვებლად სცნობს.

ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების წევრებისთვის მართლმსაჯულებაში პოლიტიკურ რესურსის ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აზრს შეიცვლიან და ქვეყნის კეთილდღეობის სასარგებლოდ იმოქმედებენ.

ხელისუფლება სრულად ასრულებს თავის ვალდებულებას და კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ პოლიტიკური რესურსის ჩარევა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში. ასეთი რამ არ უნდა იქნას დაშვებული. დღეს უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც შედგა და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, უნდა გატარდეს ცხოვრებაში.

იმედი გვაქვს სხვა კოლეგების მხარდაჭერის. იმედი გვაქვს, რომ ოპონენტებიც, რომლებიც დღეს გამოდიან ესოდენ ხისტად დაფიქრდებიან უპირველეს ყოვლისა საქართველოს ქვეყნის ინტერესებზე, - განაცხადა ვოლსკიმ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი