კიდევ ერთი დარღვეული პირობა საბოლოოდ აქცევს ქართულ ოცნებას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად - ქართული ოცნების ბოლო გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარები აპროტესტებენ.
გერმანელი დეპუტატის ვიოლა ვონ კრავონის საკმაოდ ხისტი და მკაცრი განცხადება გამოქვეყნდა ევროპარლამენტის გვერდზე. ეს განცხადება მაგ საკუთარი ტვიტერის გვერდზეც გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ვიოლა ვონ კრამერი ივანიშვილის გუნდის დიდი მხარდამჭერი იყო.
ფრიდომ ჰაუსის ანგარიშმა დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი. დაუშვებელი და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური, იშუამდგომლეს რა 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.
ორივე მხარეს უნდა ახსოვდეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მხარეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროპარლამენტარი და მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი მარკეტა გრეგოროვა მთელ პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე ქართულ ოცნებას აკისრებს.
2 თვის წინ, 8 მარტს, როდესაც შეთანხმება შედგა, დიპლომატიური კორპუსისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ შეთანხმება იყო რამდენიმე პუნქტიანი, მათ შორის, საუბარი იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა აქციებს, ამიტომ ჩვენ ეს ძალიან მნიშვნელოვანად მივიჩნიეთ.
ახლა კი მოულოდნელად ვიგებთ, რომ მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმების ნაწილი არასდროს ყოფილა. ეს მოცემულობა ძალიან დამაბნეველია. არ შეიძლება შეთანხმების მაგიდიდან მოისროლო ის ფურცელი, სადაც პოლიტიკურ პატიმრებზეა საუბარი, ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. როგორც არ უნდა მოიქცეს იპოზიცია, პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება, რადგან მათ აქვთ უმრავლესობა, - ამბობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა.
კიდევ ერთმა გერმანელმა დეპუტატმა საკუთრ ტვიტერის გვერდზე პირდაპირ დაწერა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და მიცემული სიტყვა არ გატეხოს.