თბილისის მერიის მანქანის 35-ლიტრიან ავზში 3 საათში 221 ლიტრი საწვავი ჩაასხეს | აუდიტის დასკვნა

გამოქვეყნდა:

უკონტროლო სახელფასო დანამატები, შტატგარეშედ დასაქმებულთა გადაჭარბებული რაოდენობა, მერიის ავტოპარკი და დიდი ოდენობოთ გახარჯული საწვავი - ეს არის მცირე ნაწილი იმ დარღვევებისა, რომელიც აუდიტის სამსახურმა მერიაში აღმოაჩინა.

ირკვევა, რომ თბილისის მერიის ავტომობილის 35-ლიტრიან ავზში 3 საათის განმავლობაში 221 ლიტრი საწვავი ჩაასხეს. ამ და სხვა დარღვევებზე ოპოზიციაშიც საუბრობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერია ათობით მილიონ ლარს ხარჯავს მხოლოდ იმაში, რომ კალაძეს საკუთარი მხარდამჭერები და აქტივისტები ჰყავდეს დასაქმებული. 

"სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ დედაქალაქის მერი კახი კალაძე და მისი მთავრობა არიან ქურდები და ოფიციალური კორუმპირებულები. დასკვნაში წერია, რომ შტატგარეშე მოსამსახურეები ჰყავთ 14-ჯერ მეტი, ვიდრე უნდა ჰყავდეთ, ანუ ათობით მილიონ ლარს ვხარჯავთ იმაში, რომ კალაძეს საკუთარი მხარდამჭერები და აქტივისტები ჰყავდეს გაფორმებული. 10-ჯერ მეტი ავტომობილი ჰყავს მერიას, ვიდრე რეკომენდებულია, ასევე ავზი რომ არის მაგალითად 40-ლიტრიანი ის ასხამს 70 ლიტრ საწვავს. ასევე მილიონ ლარზე მეტი ლარის ინვენტარი არის დაკარგული. მე მივმართავ საგამოძიებო უწყებებს, შეუძლიათ, ეს ინვენტარი მოიძიონ "ქართული ოცნების" ოფისებში",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

პარტია "ევროპულ საქართველოში" ყურადღებას აუდიტის დასკვნით ძალოვანი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ, რადგან მასში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. 

"პარტია ფუნქციონირებს მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და პარტიული აქტივის საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე. ასევე მერიაში არის კორუფცია... აუდიტის დასკვნის მერე უნდა დაინტერესდნენ ძალოვანი სტრუქტურები, რადგან ამ აუდიტის დასკვნაში არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები",- ამბობს ბესო დონაძე. 

აუდიტის სამსახურის შემოწმების დასკვნა 2017-2018 წლებს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლამდე თბილისის მერი დავით ნარმანია იყო, შემდეგ კი პოსტი კახი კალაძემ გადაიბარა, შესაბამისად, კითხვის ნიშნები უწყებას  "ქართული ოცნების" ორივე მერთან აქვს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი