გავრილოვის ღამის მძევალს სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე, ძვირი დაუჯდა. სასამართლოდან გლდანის ციხეში დაბრუნებული პოეტი ზურაბ ბუდაღაშვილი საკანში მარტო, გაუსაძლის პირობებში გადაიყვანეს.
ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პრაქტიკულად წამების მსხვერპლია, რადგან მოწყობილობა რომლის ხმებიც 24 საათის განმვალობაში ესმის ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებს და შესაძლოა აშლილობის მიზეზიც კი გახდეს.
რეპრესიები კი 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა პოეტის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უშიშროების ის თანამშრომლები ამხილა, რომლებიც შანტაჟით და მუქარით ოპოზიციის ლიდერების - გიგი უგულვას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.
ციხის ადმინსიტრაცია ადასტურებს, რომ ბუდაღაშვილი ახლა საკანში მარტო იმყოფება, თუმცა ამტკიცებს რომ ეს არა მისი დასჯის არამედ პატიმრების მოთხოვნით მოხდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით ბუდაღაშვილთან ერთად საკანში ყოფნა სხვა პატიმრებს არ სურთ. ციხის ადმინსიტრაცია არც იმას უარყოფს რომ ბუდაღაშვილი საკანში ელექტრომოწყობილობების ხმები ისმის, თუმცა ამბობს რომ ეს საქვაბის ხმაა, რომელიც კი რამდენიმე საკანში ისმის და მხოლოდ ბუდაღაშვილი არ იმყოფება ამ მდგომარეობაში.