"არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები" | გახარიას გუნდი კობახიძის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები" - ასე აფასებენ გიორგი გახარიას პარტიის წევრები ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია "ერთობლივ გადატრიალებას ამზადებდნენ".

"გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ ფორმებს გადააჭარბა. გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც, მან კიდევ ერთხელ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო "ქართული ოცნების" ამომრჩეველი. ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, მმართველი პარტიისთვის აღარ არსებობს წითელი ხაზები, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არია, ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები... მოვითხოვთ, მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყონებლივ",- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი