"რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი თამარ კორძაია პარტიიდან ლევან ბერძენიშვილის წასვლას მოკლე კომენტარით ეხმაურება:
"როდესაც ევროპული დოკუმენტის შექმნის მიზნით იქმნება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ტექნიკური ფრაქცია და ამის შემდეგ პარტიიდან მიდის ჩემი აზრით, ერთ - ერთი ყველაზე ღრმა და მასშტაბური ევროპელი, ამას ახსნა არა აქვს. წერტილი." - ამბობს თამარ კორძაია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში"
თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" გუშინ დატოვეს