რომელ ტყვიაზე მესაუბრებით, 4 სმ-იან რეზინის ტყვიაზე? ეგაა დათვის ტყვია? - ასე პასუხობს გიორგი გახარიას გუნდის წევრი კახა ქემოკლიძე, "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი დებატები", ჟურნალისტის შეკითხვას 20 ივნისს გამოყენებულ ტყვიებზე.
კახა ქემოკლიძეს, ტყვიების გამოყენების გასამართლებლად, მისი ყიდვის თარიღი მოაქვს:
"დიდი მადლობა, რომ მაგ ტყვიებზე გამახსენეთ, არ მახსოვდა სიმართლე გითხრათ. ბევრი სპეკულაციები მიმდინარეობს მაგ ტყვიებთან დაკავშირებით, რა გგონიათ რა ტყვიები იყო? რეზინის ტყვიები იყო, რომლებიც სპეც ეკიპირებაში, მასების მართვის მენეჯმენტში, ჩვეულებრივ ყველა სახელმწიფოში გამოიყენებოდა. რომელ წელს იყო იცით ეგ ტყვიები ნაყიდი? ის ტყვიები ნაყიდი იყო 2012 წლის ზაფხულში, სანამ მთავრობა შეიცვლებოდა. ის ტყვიები იყო ჩვეულებრივი რეზინის ტყვიები...", - ამბობს კახა ქემოკლიძე.
მისივე თქმით, "ღმერთმა დაიფაროსდა" ახლო მანძილიდან თუ ესროლეს ეს ტყვია, "რა თქმა უნდა სახიფათოა".