
გასაგებია, რომ იპოვეს იურიდიული ხვრელი. იურიდიულად შეიძლება არ დაარღვიეს, მაგრამ იურიდიულად მეც ძალიან სწორად დამაპატიმრეს, მაგრამ საქართველოს გათავისუფლება ამის გამო სწორი არ გახდა, თუ რა? - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
იგი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში მოქმედი კანონის თანახმად, ის დამნაშავე იყო, რადგან იმ დროს ანტისაბჭოთა ლიტერატურის შექმნა, შენახვა და გავრცელება ისჯებოდა კანონით. ბერძენიშვილი იქვე შეგვახსენებს, რომ საბჭოთა კავშირს ჰქონდა კონსტიტუცია, სადაც ეწერა, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს კავშირიდან გასვლა შეეძლოთ.