პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა არ ექნება - ოპოზიციის განცხადება

გამოქვეყნდა:

ორთვიანი პაუზის შემდეგ ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის " ოფისში ისევ შეიკრიბა. კორონავირუსის გამო, ოპოზიციონერებს მოლაპარაკებების მაგიდა პარტიის ოფისის ეზოში დახვდათ.

ღია ცის ქვეშ გამართული, თითქმის ორსაათიანი შეხვედრა, ერთობლივი განცხადების მიღებით დასრულდა. ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტების პოზიციის გახლეჩვა ვერ შეძლო. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება თანაბარი მნიშვნელობისაა და 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვებაზე "ქართული ოცნება" უარს იტყვის, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება და საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. 

საპარლამენტო ოპოზიციიდან  დღეს განსხვავებული იყო ეკა ბესელიას პოზიცია. უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი, პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვების მოთხოვნას ეთანხმება, თუმცა ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს.

ოპოზიციამ, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პასუხი ივანიშვილის გუნდიდან მალევე მიიღო. "ოცნებაში" პოლიტპატიმრების არსებობას კვლავ კატეგორიულად უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი მმართველ ძალას პოლიტიკური ნიშნით არ დაუკავებია და მათ გათავისუფლებაზე ჩანაწერი არც 8 მარტის შეთანხმებაში იძებნება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი