"ახალი თეატრი" ახალ მისამართზე - განახლებული მუსიკისა და დრამის თეატრი 

გამოქვეყნდა:

მუსიკისა და დრამის თეატრი ამიერიდან განახლებული სახელწოდებით - “ახალი თეატრი” ახალ მისამართზე - დავით აღმაშენებლის 127 ნომერში იფუნქციონირებს.

თეატრი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. შენობაში მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თეატრალურ სივრცეს შეემატა მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი, შენობაში მოეწყო სრულიად უზრუნველყოფილი სხვადასხვა სივრცეები, სადაც საზოგადოება შეძლებს ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების ნამუშევრების გაცნობას. “ახალი თეატრის” გახსნის დღეს, უილიამ შექსპირის “მაკბეტი” დაიდგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი