"მოტაცებაში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა" - ბოლნისიდან გატაცებული გოგოს მშობლები

გამოქვეყნდა:

სამდღიანი ძებნის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გოგოს გატაცების ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი, მისი დედა და კიდევ ორი ქალი დააკავეს.

15 წლის გოგოს ოჯახის წევრების ინფორმაცით, სკოლისკენ მიმავალი არასრულწლოვანი გზიდან გაიტაცეს. გოგოს მშობლები ამბობენ, რომ გატაცებაში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა და ყველა მათგანი უნდა დაისაჯოს.

"ჩვენ საჩივარს უკან არ გამოვიტანთ, გვინდა ყველა დაისაჯოს. ჩემი შვილი ბავშვია 15 წლის ასაკში ოჯახის შექმნის დრო არ არის. ის სკოლაში წარჩინებულია და გვინდა, უმაღლესში ისწავლოს. მას, ვინც გაიტაცა ჩემი გოგო პირადად არც ჰყავდა ნანახი",- ამბობს გატაცებული გოგოს დედა.

გატაცებული არასრულწლოვანი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა. ოჯახის წევრების თქმით, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, სახელმწიფომ გოგონას ფსიქოლოგი დაუნიშნა, რომელიც მასთან 1 თვე იმუშავებს.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი