მწერალი, მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ის ქუთაისში 1936 წელს დაიბადა. რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, მათ შორის, "მიმინო", "შერეკილები", "არ დაიდარდო", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამნი გზაზე", "ქვევრი", "ფეოლა" და სხვა.

მანვე, 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დაარსა. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიცაა: საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, ასევე პრემიები – "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი