კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი იქამდე მიიყვენეს, რომ დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისის ახელის გამოყენება დაუშვებელია. წულუკიანის განცხადებით, "ოცნებისთვისაც" და საზოგადოებისთვისაც გაუგებარი იყო რატომ გადადგა გიორგი გახარია.
საქმე წავიდა ისე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, არაერთი მათგანის ქმედებების შესახებ არსებობს ინფორმაცია, ეს ბევრმა თქვენგანმაც ალბათ იცის, რომ ისინი თავად ავრცელებდნენ ხმას სხვადასხვა პარტიულ აქტივში, სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანში, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილი ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე მაგრამ როგორც ჩანს ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც არის დაუშვებელი", - თქვა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი ეთანხმება ივანიშვილის შეფასებას, რომ გახარიას "გასაოცარი" საქციელი სახელმწიფოს და გუნდის ღალატი იყო.
"მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და ჩვენ გაგვყარა ასე და მიგვატოვა, მაშინ როდესაც კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, გუნდის ლიდერი, როდესაც არის რთული მომენტები გუნდისთვის, ან რთული გადაწყვეტილება მისაღები, რაც არ უნდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ერთადერთი და სწორი... ის უნდა იყოს გუნდის გვერდით, სწორედ ამას ჰქვია ლიდერი", - თქვა მან.
ამავე თემაზე: