ძალადობა ძირითადად ხდებოდა 4-5 წლის ასაკში - ლომჯარია ყოფილი ბენფიციარების დასჯის მეთოდებზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელიც გუშინ, 6 ივნისს ნინოწმინდის პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა, ამბობს, რომ ყოფილი ბენეფიციარები მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებენ.

როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, ძალადობა ძირითადად 5-10 წლამდე ბავშვებზე ხდებოდა. რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ლომჯარიას თქმით, ბავშვებს ცალ ფეხზე დგომით სჯიდნენ, ასევე საკვებს არ აძლევდნენ ან ღამის განმავლობაში ძილის გარეშე ტოვებდნენ.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ შეხებას, როგორც ხელით, ასევე სხვადასხვა ნივთებით.

"ადასტურებენ, რომ მათ მიმართ ნამდვილად ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი პანსიონში ცხოვრებისას. თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ძალადობა ძირითადად ხდებოდა მცირეწლოვნობის ასაკში. დაახლოებით ასახელებენ 4-5 წლიდან 10 წლამდე პერიოდს.

რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ერთსა და იმავეს ასახელებენ სხვადასხვა თავშესაფარში ეს ბავშვები. ეს ეხება შემთხვევებს, როცა ცალ ფეხზე დგომით სჯიდნენ და ხელში სკამები ეჭირათ. კვების გამოტოვება და აღმზრდელები აყურებინებდნენ, როგორ იკვებებოდნენ სხვები, მაგალითად რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა, ფეხზე დგომით დასჯა, ასევე ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებას ჰქონდა ადგილი, როგორც ხელით, ასევე ჯოხებით და სხვადასხვა ნივთებით",-თქვა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონის 6 აღსაზრდელს, რომლებმაც პანსიონი საკუთარი ნებით დატოვეს გუშინ, 6 ივნისს შეხვდა

PHR-ის თავმჯდომარის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, გუშინ 6 ივნისს ნინოწმინდის პანსიონიდან 26 ბავშვი გაიყვანეს. პანსიონში პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანათ.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი