"იძულებული გახადა ბატონი ბიძინა"- თურნავა ივანიშვილის წერილზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის იძულებული გახდა გახარიასთვის მკვეთრი შეფასებით ეპასუხა. თურნავამ გახარიას გადადგომა ბრძოლის ველის დატოვებად შეაფასა.

"როგორ ჩანს ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, რომ ასეთი განცხადებით, საკმაოდ მკვეთრი განცხადებით და მკვეთრი შეფასებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ ყოფილი პერმიერმინისტრის, ბატონი გახარიას პარტია იყენებს მის სახელს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს და თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ის არის ე.წ. ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს", - თქვა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი