ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
მანამდე კი, ფილიპ რიკერი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მედია ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა.
დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრესკონფერენცია გაიმართება.
დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.