საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოება კონფლიქტები - ღარიბაშვილის ანგარიში

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტში საუბარია საგარეო ურთიერთობებზე, ნატოსა და ევროკავშირის ინტეგრაციაზე, კონფლიქტების მოგვარებაზე, პანდემიასა და სახელმწიფო მმართველობის საკითხებზე.

როგორც პრემიერის ანგარიშშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ 4 ძირითად მიმართულებაზე პროგრესია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოცემულ პერიოდში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე.

"უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება.

მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში თავდაცვის მიდგომის დანერგვასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ ქმედითი ნაბიჯები იდგმება. ამასთან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით რეფორმები გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი