სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას - უსუფაშვილი

გამოქვეყნდა:

"სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას"- ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი, დავით უსუფაშვილი ივანიშვილის წერილს. როგორც უსუფაშვილი ამბობს ყველას, ვინც მისი გავლენის სფეროდან გადის, ივანიშვილი მოღალატეს უწოდებს.

"სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დაანონსოს და გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლიბის სფეროდან გადის, მერე უწოდებს მას მოღალატეს და რას არ უწოდებს. ამიტომ, ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში", - თქვა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცმების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ გახარიას მხრიდან თანამდებობის დატოვება სახელმწიფოს ღალატი იყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი