ირაკლი კობახიძის ბოდვა სიტყვა-სიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს - ბოკერია

გამოქვეყნდა:

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა წერილმა დაადასტურა, რომ ქვეყანას სწორედ ის მართავს. 

"ის მართავს ქვეყანას, ის აკონტროლებს მთავრობას. გზავნილებიც კი, ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი ბოდვა სიტყვა-სიტყვით იგივეა, რაც ივანიშვილმა გაგვიმეორა დღეს. გვაცხოვრებს სისულელეების და ბოდვის მორევში". - თქვა ბოკერიამ. 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, გიორგი გახარია ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და უარყო გავრცელებული ხმები, რომ ყოფილი პრემიერის პარტია მისი პროექტია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი