მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა - აშშ-ს საელჩო რიკერის შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებებში, არამედ საზოგადოების მიერ ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრის შესახებ მედიის თავისუფლების მხარდამჭერებთან, ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში აშშ-ს საელჩო.

ამ დილით ის საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერებს შეხვდა. მან ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში იყოს. პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია.

მსოფლიოში ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს საკუთარი რწმენა, ჩარევის გარეშე ჰქონდეს მოსაზრებები, იძიოს, მიიღოს და გააზიაროს ინფორმაცია და იდეები.

მედიისთვის მეტი თავისუფლებისა და ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის უფრო მაღალი დონის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა უფლებადამცველთა წუხილი და იდეები მოისმინა - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი