პარლამენტში ენმ- ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 32 წევრისგან შედგება.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტის შემდეგ ხვალ, პირველად შედის. 

პარლამენტში კიდევ ერთი - 7 წევრიანი ფრაქცია შეიქმნა - "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფ", რომელშიც ერთიანდებიან "სტრატეგია აღმაშენებელის" სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი