ივანიშვილმა დირექტივა გასცა, გახარიას მიმართ ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდის გამოყენებაზე - ხუხაშვილი

გამოქვეყნდა:

ადმინისტრაციული რესურსის შენარჩუნების მცდელობა და გახარიას წინააღმდეგ ყველა მეთოდით ბრძოლა - ამ ლოგიკით ხსნის პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილის მიზანს:

ივანიშვილის განცხადება ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკით შეიძლება ავხსნათ.

მისი ამოცანა იყო ადმინისტრაციული რესურსის მონოლითურობის შენარჩუნება.

მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საჯარო სექტორის რღვევა-გადადინება გახარიასთან, რადგან ამ სეგმენტზე ღარიბაშვილ-კობახიძის ტანდემის ავტორიტეტი, რბილად რომ ვთქვათ, ახლოს ვერ მიდის გახარიასთან.

თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, ეს ქართული ოცნებისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს.

ამიტომ ბიძინამ გადაწყვიტა ერთის მხრივ შეაჩეროს საჯარო სექტორის გადინება და მეორეს მხრივ ყველა შესაბამის ჯგუფში გასცა დირექტივა გახარიას მიმართ ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდის გამოყენებაზე." წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქზე"

 "ქართული ოცმების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, დღეს განცხადება გამოაქვეყნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი