აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის განცხადებით, ბაქოსა და ერევანში ვიზიტის შემდეგ ის კვლავ საქართველოში ჩამოვა.
"ამ პრესკონფერენციის შემდეგ, მე გავაგრძელებ შეხვედრებს საქართველოში. შემდეგ გავემგზავრები ბაქოსა და ერევანში, იქიდან კი კვლავ, უკან, საქართველოში დავბრუნდები, გარკვეული პერიოდით", - ამბობს რიკერი პრესკონფერენციაზე.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დღეს უკვე შეხვდა მედია ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს, პრემიერ ღარიბაშვილს.
დღის ბოლოს კი ის ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდება.