"მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში და მე ნამდვილად, ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა აქ, საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის ტარება გვიწევს, ამ მნიშვნელოვან და დინამიურ დროს საქართველოსთვის".
- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.