ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა 10-12 ივნისს საქართველოს ეწვევა. ვიზიტის პირველივე დღეს, ლიეტუვას პრეზიდენტი სოფელ პატარა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ბრიფინგს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და პატრიარქს შეხვდება. ამასთავანავე, შეხვედრები ექნება ადგილობრივ ლიეტუვურ თემთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.