ჯეფ ბეზოსი თავის ძმასთან ერთად Blue Origin-ით კოსმოსში გაფრინდება

გამოქვეყნდა:

ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ ის საკუთარ ძმასთან ერთად თავისივე კომპანიის, Blue Origin-ის პირველი კოსმოსური ფრენის მონაწილე იქნება. სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ბეზოსი წერს, რომ კოსმოსური ფრენა ისაა, რისი გაკეთებაც „მთელი ცხოვრების განმავლობაში“ უნდოდა.

20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები [კოსმოსში]. ყველაზე დიდებული თავგადასავალი საუკეთესო მეგობართან ერთად, - წერს ინსტაგრამზე.

Blue Origin-მა კაფსულის მესამე სამგზავრო ბილეთი აუქციონზე გამოიტანა და მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ვისაც ძმებ ბეზოსებთან ერთად კოსმოსში მოხვედრა სურს. გამოტანისთანავე ადგილის საწყისი ფასი $2,8 მილიონი იყო. აუქციონი 12 ივნისამდე გაგრძელდება.

კოსმოსური მგზავრები რაკეტით (იგივე ბუსტერი) New Shepard გაფრინდებიან. როდესაც ის კოსმოსიდან დაბრუნდება, ვერტიკალურად დაეშვება მიწაზე. ბუსტერს ალან შეპარდის პატივსაცემად დაერქვა სახელი, რომელიც მეორე ადამიანი და პირველი ამერიკელი იყო, ვინც კოსმოსში გაფრინდა.

Blue Origin-ის ვებ-გვერდის თანახმად, კომპანია მგზავრებს დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრზე გააფრენს, სადაც ისინი მიკროგრავიტაციის ფენომენს გამოსცდიან. რაკეტაზე მიმაგრებული კაფსულა კი დედამიწაზე პარაშუტების დახმარებით დაეშვება.

ჯეფ ბეზოსი ამ ეტაპისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის თანახმად, მისი ქონება $186,2 მილიარდს შეადგენს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი