არაადამიანური მოპყრობა ჯარში - სასამართლო შსს-ს 2 თანამშრომლის საქმეზე იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 8 ივნისს ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ორი თანამშრომლის საქმეზე იმსჯელებს. სხდომაზე საქმის ნაფიცმსაჯულებისთვის გადაცემის საკითხიც განიხილება.

ბრალდებულებს - გოგიტა ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ისინი ჯარისკაცების დასჯის აკრძალულ მეთოდებს იყენებდნენ.

"მოცემულ შემთხვევაში თუ არ არის წინაპირობები, 198-ე მუხლით გათვალისწინებული, რომ დიმიტრი დევდარიანი მიიმალება, ახალ დანაშაულებს ჩაიდენს, ან მტკიცებულებებს გაანადგურებს, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს არანაირად არ ექნება სამართლიანი შესაძლებლობა, რომ დიმიტრი დევდარიანი დატოვოს პატიმრობაში",- თქვა დევდარიანის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ. 

ჯარში, არაადამიანური მოპყრობის გამო, შსს-ს 2 მაღალჩინოსანი 21 აპრილს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების - გიორგი ბიჩელაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი - დევდარიანის ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს, ბიჩელაშვილის ადვოკატი - 10 000-ლარიან გირაოს. ჯარისკაცების დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულ ორივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი