"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას აქციით აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტის შესასვლელთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლას აპროტესტებენ. მათ თან ბანერები და "პუფები" აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ არცერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ, თუმცა რამდენიმე მათგანი "ქართული ოცნების" აქტივისტია. პარლამენტთან მივიდა ორი კლოუნის ფორმაში გამოწყობილი პირიც, რომელიც ამბობს, რომ "ლზღანდარობით" უნდათ სიმშვიდე მოიტანონ.

მოქალაქეები ელოდებიან როდის გამოჩნდება ენმ, რომ პარტიის წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ. მათ ბანერებზე პარტიის ლიდერების ფოტოები და ფრაზები აქვთ მიწერილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივნისს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი