მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის $34.5 მილიონს გამოუყო. თანხა მსოფლიო ბანკის მიერ 2020 წლის მარტში გამოყოფილ $80 მილიონს დაემატება, რომელიც ბანკმა პანდემიის ზემოქმედების შერბილების მიზნით გამოყო.
პროგრამის მიზანი, COVID 19-ის ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობა და საქართველოში ვაქცინაციის სისტემის გაძლიერებაა.
მსოფლიო ბანკის ცნობით, ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას ვაქცინაციის გეგმის განხორციელებაში ეხმარება, რომლის მიხედვითაც 2021 წელს კოვიდვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.
"COVID 19-ის პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისისთანავე აღმოუჩინა დახმარება და ახლა, ამ დახმარებით ჩვენს საქართველოს ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით. პანდემია დიდ ტვირთად დააწვა საქართველოს ეკონომიკას, მის ხალხსა და საწარმოებს. ძლიერი ვაქცინაციის გეგმა გადამწყვეტია საქართველოს სწრაფი აღდგენისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიცოცხლის გადასარჩენად",- თქვა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
ვაქცინაციის პროცესში საქართველოს დახმარებას გამოუყოფს შეერთებული შტატებიც. ვაქცინების გაზიარებას ამერიკა ივნისის ბოლოდან დაიწყებს.