მიხარია, რომ ისინი შემოდიან პარლამენტში - კუჭავა "ნაციონალურ მოძრაობაზე"

გამოქვეყნდა:

"მიხარია, რომ ისინი შემოდიან პარლამენტში" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საკანონმდებლო ორგანოში "ნაიციონალური მოძრაობის" შესვლას.

"მე ადრეც ვამბობდი, მოვუწოდებდი მათ და მიხარია, რომ ისინი შემოდიან, რადგან აუცილებელია, რომ პარლამენტში იყოს ყველა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი. მე ასევე ვთქვი და ვისურვებ, რომ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, რადგან იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი პუნქტი რომელზეც აუცილებელია ყველა პარტიის ერთად ჩართულობა", - თქვა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივნისს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი