"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მისვლამდე კონსულტაციებს ცენტრალურ ოფისში მართავს. პარტიის წევრები ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.
დეპუტატების თქმით, პარლამენტში შესვლის შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კანონპროექტებზე მუშაობაში, ისინი ნატოში ინტეგრაციის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს.
"პარტიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, შესაბამისად, დაგველოდონ პარლამენტში ცოტა ინერვიულონ",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
მთავარი ოპოზიციური პარტია საქმიანობას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე იწყებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას, ადგილობრივ არჩევნებზე, რეფერენდუმისთვის მომზადების მიზნით გამოიყენებენ.